ვიზა, საბაჟო და სამედიცინო დაზღვევა

ვიზა

პასპორტი, რომელიც ძალაშია მინიმუმ 3 თვე, საჭიროა საქართველოში შესვლის დროს ნებისმიერი ეროვნების პირებისათვის.

ვიზა საქართველოში შესვლისათვის არ ესაჭიროება ნებისმიერ ქვემოთ ჩამოთვლილი ქვეყნის მოქალაქეს:

World1. ევროსაბჭოს ყველა ქვეყანა
2. სასომხეთის რესპუბლიკა
3.  აზერბაიჯანის რესპუბლიკა
4. ბელარუსის რესპუბლიკა
5. ბულგარეთის რესპუბლიკა +++
6. კანადა
7. ჩინეთის სახალსო რესპუბლიკა +
8. არაბეთის რესპუბლიკა ეგვიპტე++
9. ირანის ისლამური რესპუბლიკა +
10. ისრაელი
11. იაპონია
12. ყაზახეთის რესპუბლიკა
13. ყირგიზეთის რესპუბლიკა
14. მოლდოვეთის რესპუბლიკა
15. რუმინეთი+
16. შვეიცარია
17. ტაჯიკეთის რესპუბლიკა
18. თურქეთის რესპუბლიკა++
19. თურქმენეთი+
20. უკრაინა
21. ამერიკის შეერთებული შტატები
22. უზბეკეთის რესპუბლიკა

+  მხოლოდ დიპლომატიური და ოფიციალური პასპორტის მქონე პირები
++ მხოლოდ დიპლომატიური, ოფიციალური და სპეციალური პასპორტის მქონე პირები
+++მხოლოდ დიპლომატიური პასპორტის მქონე პირები

თუ თქვენ არ ხართ ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნის მოქალაქე, ან თუ თქვენ აპირებთ საქართველოში დარჩენას 90 დღეზე მეტი, თქვენ უნდა მიმართოთ საქართველოს საელჩოს საკონსულოს განყოფილებას ვიზის მისაღებად.

ყურადღება!  უცხოელების საქართველოში შესვლა სამხრეთ ოსეთით და აფხაზეთით აკრძალულია. საქართველოს ხელისუფლება ასეთ შესვლას თვლის არალეგალურს, აქედან გამომდინარე ყველა შედეგებით (დეპორტაციიდან დაკავებამდე).

 
საბაჟო

საზღვარგარეთის ვალუტის შემოტანა საქართველოში არ არის შეზღუდული, ეროვნული- არა უმეტეს 25 ათასი ლარის. ბაჟის გარეშე შეიძლება იმ ძვირფასეულობების შეტანა, რომელიც განცხადებულია საბაჟო დეკლარაციაში, 200-მდე სიგარეტი, 3 ლიტრამდე ღვინო ან 10 ლიტრამდე ლუდი.  აკრძალულია იარაღის, ასაფეთქებელი ნივთიერებების , ნარკოტიკების და ნარკოტიკული სამედიცინო პრეპარატების შემოტანა , ასევე ვიდეოპროდუქციის ზოგიერთი სახეობა, ყველა სახის პორნოგრაფია,  ლიტერატურა, რომელიც სახელს უტეხავს ისტორიულ და კულტურულ ფასეულობას.

სამედიცინო დაზღვევა

საქართველოში შესვლისათვის არანაირი დამატებითი აცრა და სამედიცინო სერთიფიკატი არ არის საჭირო ( რეკომენდირებულია საერთაშორიო ნიმუშის სამედიცინო დაზღვევა)

ყველა უფლება დაცულია © 2012