დელფინარიუმი

მისამართი: 
რუსთაველის ქ. # 51
ტელეფონის ნომერი: 
+995 422 221730

ბათუმის დელფინარიუმი სტუმრებს ახალ ინტერაქტიულ შოუ პროგრამას სთავაზობს.წარმოდგენილია 30-მდე ნომერი: სამი ცეკვა, რგოლებითა და ბურთებით თამაში, კუდზე ბალანსი, დაუვიწყარი Foot Push-ი და მრავალი სხვა ახალი და ძველი შთამბეჭდავი მომენტი. სტუმრებსსიუპრიზი ელოდებათ - ყველაზე აქტიურ მაყურებელს საშუალება ექნება საკუთარი ძალები ბათუმის დელფინარიუმის  მწრთვნელის ამპლუაში მოსინჯოს.

დელფინების სადემონსტრაციო პროგრამა – ეს არის შოუს ელემენტებით გაჯერებული შემეცნებითი სანახაობა, რომელიც იმართება ნებისმიერ ამინდში. შოუ, რომელშიც ამჟამად 8 დელფინი მონაწილეობს, სამენოვანია (ქართული, ინგლისური და რუსული). ის ფაქტი, რომ პუბლიკა დელფინარიუმს პოზიტიურად დამუხტული ემოციით ტოვებს ზოროს, მაიას, მონიკას, ციცის, ფლიპერის, მარკოსა და ყველაზე პატარა მონაწილეების, ბათუმის დელფინარიუმში დაბადებული ნინისა და კვირიას დამსახურებაა.

შოუზე დასწრების მსურველთა მატების გამო ბათუმის დელფინარიუმი ორის ნაცვლად, დღეში სამშოუს გთავაზობთ. ყოველდღე (ორშაბათის გარდა) 14:00, 17:00 და 21:00. ბილეთის ფასი დღის სეანსებზე 12 ლარია, ღამის შოუს ღირებულება კი 16 ლარს შეადგენს.

დელფინარიუმის ამფითეატრი შედგება 4 სექტორისაგან და გათვლილია 703 მაყურებელზე.ინფრასტრუქტურაში შედის ინვალიდი და უნარშეზღუდული პირების მომსახურება პანდუსითა დალიფტებით.

ბათუმის დელფინარიუმი 20 წლიანი პაუზის შემდეგ 2011 წლის 6 მაისს გაიხსნა. პირველი დელფინარიუმი კი ზღვისპირა ქალაქში 1975 წელს ამოქმედდა.

Facebook Comments

ყველა უფლება დაცულია © 2012